суббота, 18 октября 2008 г.

 
 

პროექტის სახელი:     ქართული ეროვნული შესამოსელი

პროექტის მოკლე აღწერა: საქართველო დიდი ტრადიციების და კულტურის მატარებელი ქვეყანაა. სწორედ ამ კულტურის თავისებურებების გამოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაა ქართული ეროვნული სამოსელის მრავალფეროვნება. საქართველოში მცხოვრები ყველა ქართველი კარგად უნდა ერკვეოდეს საკუთარ წეს-ჩვეულებებში. არ დაივიწყოს ისინი და მომავალ თაობებსაც გადასცეს სწორად და დაუმახინჯებლად. პროექტი ,,ქართული ეროვნული შესამოსელიც" სწორედ ამ მიზნებს ემსახურება. მოსწავლეები პროექტზე მუშაობის დროს მოიძიებენ და შეისწავლიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეროვნულ სამოსელს, მათ დანიშნულებას, წარმოშობას და მათი ჩაცმის და ტარების  წეს-ჩვეულებებს.  

პროექტის სრული აღწერა: პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები თავდაპირველად გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის ადგილმდებარეობას, ამ კუთხეში მცხოვრებთა ზნე-ჩვეულებებს, მოიძიებენ თითოეული კუთხისათვის დამახასიათებელ ეროვნულ სამოსს. გამოიკვლევენ ამ სამოსის მნიშვნელობას. მისი შეკერვის წესებს. მასალას, რომლისგანაც ეს სამოსია შეკერილი,  სამოსის თითოეული დეტალის დანიშნულებას.  ასევე გაეცნობიან აღნიშნული სამოსელის ჩაცმა-ტარების წესებს. აღნიშნავენ ასევე სამოსში ფერთა შეხამებებს. გაეცნობიან და გამოიკვლევენ სხვადასხვა პერიოდში თუ რა დეტალი დაემატა ან რომლით შეიცვალა. გაეცნობიან აგრეთვე იმ პერიოდს, რა პერიოდშიც ქართველი ხალხი ატარებდა აღნიშნულ ტანსაცმელს. ქართულ ეროვნული სამოსი წარმოუდგენელია თავსაბურავებისა და ფეხსაცმლის გარეშე. მოსწავლეები ამ უკანასკნელს  განიხილავენ ტანსაცმელთან მიმართებაში. პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს მოუხდებათ თავად წავიდნენ და ადგილზე გაესაუბრონ  საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობას და უშუალოდ მათგან გაიგონ მათი კუთხის ჩაცმის ადათ-წესები. დააკავშირებენ ამ სამოსს დღევანდელობასთან. გამოიკვლევს ხმარობს თუ არა დღეს ქართველი მამკაცი თუ მანდილოსანი აღნიშნულ ტანსაცმელს და თუ ატარებს რა დროს უხდება მისი ჩაცმა.  მოსწავლეები შეაგროვებენ სურათებს, მოიძიებენ წიგნებიდან თუ ინტერნეტის მეშვეობით მასალებს. სასურველია აგრეთვე უშუალოდ ქართული ეროვნული სამოსის შეგროვება, რომლის საშუალებითაც სკოლაში მოაწყობენ გამოფენას. თავად შექმნიან ესკიზებს. შესაძლებელია უშუალოდ მოსწავლების მიერ შეიკეროს ზოგიერთი სამოსიც. 

მოსწავლეთა ასაკი: 12,13,14,15,16,17

ვადები: 4-5 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები:ესაბამისი ლიტერატურის ფოტო და ვიდეო  მასალის მოძიება, კითხვარების შედგენა სხვადასხვა კუთხის მოსახლებიდან ინტერვიუების აღების მიზნით, სურათების გადაღება, გამოფენის მოწყობა, ბუკლეტის შექმნა, სკოლაში გამოფენის მოწყობა, პრეზენტაცია, ბლოგის შექმნა.

მოსალოდნელი შედეგები: ელექტრონული ჟურნალი,ბუკლეტები, სკოლაში გამოფენის მოწყობა, პროექტის პრეზენტაცია, ვებბლოგი

სარგებელი სხვებისათვის: პროექტზე მუშაობის შედეგად მოსწავლეები უკეთესად გაეცნობიან ქართული ეროვნული სამოსის დანიშნულებას. მათი ტარების წესებს. მოხდება  ქართული ეროვნული ტრადიციების გადაცემა მომავალი თაობებისათვის. 

სამუშაო ენა:   ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობა: ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის უნარ-ჩვევები, ისტორიაში - გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის წარსულს, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ადათ-წესებს.  ქართული ეროვნული სამოსის ტრადიციებს, იმ ეპოქებს, როცა ამ სამოსით იმოსებოდა ქართველი ხალხი. გეოგრაფიაში - შეისწავლიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის გეოგრაფიულ მდებარეობას. ხელოვნებაში - ჩამოუყალიბდებათ გემოვნება. ფოტო და ვიდეო გადაღებებით შეძლებენ ფოტოხელოვნების უნარის გამომუშავებას. საინფორმაციო ტექნოლოგიბში - შეძლბენ ელექტრონული ჟურნალის, ბუკლეტების და ვებბლოგების/საიტების აწყობას. პრეზენტაციის მოწყობას ელექტრონულ ფორმატში.  

მონაწილები სხვა სკოლებიდან:

პროექტის ფასილიტატორის სახელი: ხათუნა ტაბიძე გორის მე-9 საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი

პროექტის ფორუმი:

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: icttrainingxata.blogspot.com

პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: xatato2525@gmail.com